Goal.Ge

"ბანანებს და მონეტებს მესროდნენ" - რა ხდება პაულინიოს გარშემო?



ეს მოხდა ავსტრალიაში, გასული წლის ივნისში. ჩვენ ვეთამაშებოდით არგენტინას, ერთ-ერთი ეპიზოდის დროს ჩემთან მოვიდა მესი, ჩამხედა თვალებში და მკითხა: "გადმოდიხარ "ბარსელონაში" თუ არა?" მე დაბნეულმა ვუპასუხე: "შენ თუ გინდა, გადმოვალ!"

წარმოდგენა არ მქონდა თუ რაზე ლაპარაკობდა ლეო, მისმა სიტყვებმა საგონებელში ჩამაგდო. ზოგადად არასდროს ვკარგავ კონცენტრაციას, თუმცა არგენტინელთან დიალოგის შემდეგ აღარც მახსოვდა, რომ "ალბისელესტეს" ვეთამაშებოდით.

"ბანანებს და მონეტებს მესროდნენ" - რა ხდება პაულინიოს გარშემო?

იმ დროს "გუანჩჟოუ ევერგრანდში" ვირიცხებოდი და არც ვიცოდი, რომ ჩემით "ბარსელონა" იყო დაინტერესებული. თავიდან არც მჯეროდა, რადგან ტრანსფერის შესახებ არავინ საუბრობდა.

ივლისში ჩინეთში დავბრუნდი და გავაგრძელე სუპერ-ლიგაში თამაში, დღითიდღე ვრწმუნდებოდი, რომ ლიონელმა იმ მატჩში უბრალოდ გაიხუმრა. ცოტა ხნის შემდეგ კი კვლავ შევიშალე ჭკუიდან - ყველა აზიური გამოცემა წერდა: "პაულინიოთი "ბარსელონა" დაინტერესდა,"

"ბანანებს და მონეტებს მესროდნენ" - რა ხდება პაულინიოს გარშემო?

ძალიან ავნერვიულდი და მომენტალურად დავურეკე ჩემს აგენტს, თუმცა მან ვერ დამამშვიდა, პირიქით, უფრო დამაინტრიგა: "ყველაფერი რთულადაა, არ ვიცი რა იქნება, დაველოდოთ,"

შემდეგ მივწერე ნეიმარს, მაგრამ მას ჩემთვის არ ეცალა. ნეი საკუთარი ტრანსფერით იყო დაკავებული. ამასობაში დრო გადიოდა და სატრანსფერო ფანჯარა დახურვას უახლოვდებოდა, თუმცა ერთ მშვენიერ ღამეს გაისმა ტელეფონის ხმა: "გარიგება შედგა, ბარსელონაში უნდა ჩაფრინდე, რათა ხელი მოაწერო საბუთებს,"

"ბანანებს და მონეტებს მესროდნენ" - რა ხდება პაულინიოს გარშემო?

უმალვე ჩავალაგე ბარგი და აეროპორტისკენ წავედი. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა - ღმერთო ჩემო, "ბარსა"...მესი მართალი იყო. ეს ისტორია სიგიჟეს ჰგავს, მაგრამ სიგიჟე ჩემი კარიერის განუყოფელი ნაწილია.

19 წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთზე გული ავიცრუე. ერთი თვე სახლიდან საერთოდ არ გავსულვარ, რადგან საშინელი დეპრესია მქონდა. იმ დროს იწყებოდა მესი-რონალდუს ეპოქა, მე კი ვიწექი დივანზე და ვფიქრობდი თუ რით მერჩინა თავი.

"ბანანებს და მონეტებს მესროდნენ" - რა ხდება პაულინიოს გარშემო?

არადა ერთი შეხედვით მეგონა, რომ პერსპექტიული კარიერა მელოდა წინ, მე ხომ ადრეული ასაკიდანვე მოვხვდი ევროპაში. თავდაპირველად ლიტვაში ჩავედი სათამაშოდ, შემდეგ კი პოლონეთში. ჩემთვის ეს თავგადასავალი დღემდე ღამის კოშმარივით არის.

ყოველ ნაბიჯზე ვისმენდი და ვუყურებდი რასიზმის გამოვლინებას. მე მაიგივებდნენ მაიმუნთან, მესროდნენ ბანანებსა და მონეტებს. ერთი სიტყვით, იქ არ იყო ჩემი ადგილი. სამშობლოში ფეხბურთზე გულაცრუებული დავბრუნდი, მაგრამ რწმენა ბოლომდე მაინც არ დამიკარგავს.

"ბანანებს და მონეტებს მესროდნენ" - რა ხდება პაულინიოს გარშემო?

კარიერის რეანიმირება ბრაზილიის მე-4 დივიზიონში ვცადე. საშინელი პერიოდი იყო, მატჩზე წასასვლელად ავტობუსით 8 საათს ვუნდებოდით, მაგრამ ლიტვასა და პოლონეთს ნამდვილად ჯობდა.

საბედნიეროდ ღმერთმა მოწყალებით გადმომხედა და უმოკლეს დროში მე უკვე "კორინთიანსში" აღმოვჩნდი. იქ გავიცანი ადამიანი, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა - პროფესორი ტიტე. ის ჩემთვის ბევრად უფრო მეტია ვიდრე მწვრთნელი, ტიტე ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა ჩემს გზაზე.

"ბანანებს და მონეტებს მესროდნენ" - რა ხდება პაულინიოს გარშემო?

მეორე მამა, დამრიგებელი და უბრალოდ ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ესმოდა ჩემი. 2011-ში ჩემპიონები გავხდით და "კორინთიანსის" ფეხბურთელებზე ნამდვილი ნადირობა გაჩაღდა. მათ შორის ჩემზეც, კარგად მახსოვს თუ როგორ უნდოდა "ინტერს" ჩემი გადმობირება.

"ბანანებს და მონეტებს მესროდნენ" - რა ხდება პაულინიოს გარშემო?

"ნერიაძურის" წინადადებამ ამაფორიაქა, თუმცა ემოციებს არ ავყოლილვარ და რჩევის მისაღებად ტიტესთან შევედი: "არ ვიცი..."ინტერში" თამაში მართლაც ფანტასტიური იქნებოდა, იქ ძალიან უყვართ ბრაზილიელები, მაგრამ მე მაინც მინდა, რომ დარჩე,"

"შენი გადასაწყვეტია, მოიფიქრე და რომ ჩამოყალიბდები, პასუხი მომახსენე. თუ დარჩენას დააპირებ, ცერა თითი მაღლა აწიე, თუ წასვლას - დაბლა დაწიე,"

"ბანანებს და მონეტებს მესროდნენ" - რა ხდება პაულინიოს გარშემო?

შევედი გასახდელში და დავიწყე ფიქრი, თავში ათასი აზრი მიტრიალებდა, მაგრამ ბოლოს მტკიცედ ჩამოვყალიბდი - ვრჩები! ტიტეს გაუხარდა და გაუკვირდა ჩემი გადაწყვეტილება, ის დარწმუნებული იყო, რომ "ინტერს" უარით ვერ გავისტუმრებდი.

მე და ტიტემ 4 წელი ვიმუშავეთ ერთად და ეს პერიოდი ჩემს კარიერაში საუკეთესოა. "ტოტენჰემში" გადასვლის შემდეგ ხალხმა ჩაიქნია ჩემზე ხელი, ყველამ, ტიტეს გარდა. ზოგადად მას ყოველთვის სჯეროდა, რომ მე მეტის მიღწევა შემეძლო.

"ბანანებს და მონეტებს მესროდნენ" - რა ხდება პაულინიოს გარშემო?

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში ძალიან მიჭირდა, მე მაინც არ შემიძლია რაიმე ცუდის თქმა ამ კლუბის შესახებ. მაურისიო პოჩეტინოს სქემას ვერ მოვერგე, მაგრამ ჩვენ უთანხმოებაც კი არ მოგვსვლია.

როდესაც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ "ტოტენჰემში" მომავალი არ მქონდა, კლუბის ხელმძღვანელობასთან შევედი და ვუთხარი: "თუ ვინმეს შემოთავაზებას ჩათვლით ოპტიმალურად, ძალიან გთხოვთ გამიშვით,"

"ბანანებს და მონეტებს მესროდნენ" - რა ხდება პაულინიოს გარშემო?

სწორედ ასე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში "გუანჩჟოუ ევერგრანდი". მე ვიფიქრე: "ჩინეთი? საინტერესოა, რატომაც არა!" მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობრები ირონიულად უყურებდნენ აზიაში გადასვლას, მე მაინც დიდი ენთუზიაზმით მოვეკიდე ამ ტრანსფერს, მითუმეტეს "ევერგრანდში" ხომ ლუიშ ფელიპე სკოლარი მელოდებოდა.

"ბანანებს და მონეტებს მესროდნენ" - რა ხდება პაულინიოს გარშემო?

ჩინეთში თამაში და ცხოვრება ძალიან მომწონს. აქ ყველაფერია ჩემი კომფორტისთვის. ყველას ეგონა, რომ სუპერ-ლიგაში გადასვლით მე როგორც ფეხბურთელი მოვკვდი, მაგრამ არ დაგავიწდეთ, რომ აქედან მე დავბრუნდი ბრაზილიის ნაკრებში, შემდეგ კი გადავედი "ბარსელონაში".

გასული სეზონიდან-დღემდე მე ჩავატარე 60-მდე მატჩი, მოვიგე ლა ლიგა და კოპა დელ რეი, ვითამაშე ჩემპიონთა ლიგაზე და მსოფლიო ჩემპიონატზე - ფენომენალური წელი გამომივიდა, თუმცა ახლა დროა დავბრუნდე, იქ სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს.

"ბანანებს და მონეტებს მესროდნენ" - რა ხდება პაულინიოს გარშემო?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიეგო მარადონა აეროპორტში დააკავეს!

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა აეროპორტში დააკავეს.

დღეს, 01:27

Bild: ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტი კოვაჩია

ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ, "Bild-მა", ახალი სეზონისთვის მიუნხენური გრანდის პოტენციური მთავარი მწვრთნელების სია გამოაქვეყნა.

დღეს, 00:51

კლუბის ლეგენდა: "ტერიში უფრო ვხედავდი მწვრთნელს, ვიდრე ლამპარდში"

ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯიმი ფლოიდ ჰასელბენკმა, კლუბის ორი ლეგენდარული მოთამაში მწვრთნელის ამპლუაში შეადარა ერთმანეთს.

დღეს, 00:50

რაკიტიჩი: "გრიზმანი მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა"

კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, ანტუან გრიზმანი დაახასიათა.

დღეს, 00:45

კანმა კოვაჩის სადებიუტო სეზონი შეაფასა

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა კაპიტანმა, ლეგენდარულმა ოლივერ კანმა, ნიკო კოვაჩის მუშაობა შეაფასა.

დღეს, 00:42

რეგილონი: "მომდევნო სეზონში მინიმუმ ერთ ტიტულს მოვიგებთ!"

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა მარცხენა მცველმა, სერხიო რეგილონმა, ახალი სეზონისთვის დამაიმედებელი განცხადება გააკეთა.

დღეს, 00:39

სიტის ლეგენდა: "სტერლინგი ჯერ ბავშვია, მაგრამ მისი აღფრთოვანებული ვარ!"

"მანჩესტერ სიტის" ლეგენდარულმა ნახევარმცევლმა, შონ რაით-ფილიპსმა, რაჰიმ სტერლინგის პროგრესი შეაფასა.

დღეს, 00:35

სარი: "თუ აზარი წავა, მის აზრს პატივს ვცემ"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ედენ აზარის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 00:31

ჩელსის ლეგენდა გრიზმანს ლონდონში ეპატიჟება

ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ჯიმი ფლოიდ ჰასელბენკმა, ანტუან გრიზმანის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

დღეს, 00:28

არსენალმა რემზის წასვლის მიზეზი დაასახელა

ლონდონის "არსენალის" მენეჯმენტში აარონ რემზის გუნდიდან წასვლაზე ოფიციალური განცხადება გააკეთეს.

დღეს, 00:24

ოფიციალურად: 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 32 გუნდი ითამაშებს

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 48-მდე არ გაიზრდება.

დღეს, 00:18

ბასილაშვილმა ლიონის ტურნირი წარმატებით დაიწყო

ლიონის ტურნირის 1/8 ფინალში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგ ლამაზინს დაუპირისპირდა.

გუშინ, 22:52

დავით ხოჭოლავა მოედნიდან გააძევეს [VIDEO]

უკრაინის ტურის ცენტრალური მატჩი დონეცკის "შახტარსა" და "დინამო კიევს" შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.

გუშინ, 22:46

კვერკველიამ და კვარაცხელიამ რუსეთის თასი მოიგეს!

რუსეთის თასის ფინალში ერთმანეთს მოსკოვის "ლოკომოტივი" და "ურალი" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 21:23

AS: იუვენტუსს მოურინიო გაწვრთნის? - ჟოზეს პასუხი "რონალდუს"

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 19:15

ოფიციალურად: დორტმუნდმა ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა

აღნიშნულ ინფორმაციას ბორუსიელთა ოფიციალური საიტი ავრცელებს.

გუშინ, 19:07

სარიმ საკუთარ მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 18:59

მბაპე რეალში? - მადრიდული გრანდის პოზიცია ცნობილია

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე შესაძლოა ამ ზაფხულს "რეალში" გადავიდეს, წერენ ფრანგულ პრესაში.

გუშინ, 18:55

რა ბედი ელის რაკიტიჩს? - ხორვატის პოტენციური ახალი კლუბი

არ არის გამორიცხული, ივან რაკიტიჩმა ზაფხულში "ბარსელონა" დატოვოს.

გუშინ, 18:51

პსჟ-მ მბაპეს ფასი დაადო

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe ავრცელებს.

გუშინ, 18:45

ბარსელონა გრიზმანის გარდა კიდევ 3 ფეხბურთელს შეიძენს

Mundo Deportivo-მ "ბარსელონას" სატრანსფერო მიზნები დაასახელა.

გუშინ, 17:45

ვინ არის პრემიერ ლიგის განვლილი სეზონის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი?

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ტიმოტი ფოსუ-მენსა, რომელიც იჯარით "ფულჰემში" თამაშობს, პრემიერ ლიგის ყველაზე სწრად ფეხბურთელად დასახელდა.

გუშინ, 17:29

რაბიოსთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

As-ის ცნობით, ადრიენ რაბიოსთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა.

გუშინ, 17:07

ხავი: "მესი უმაღლეს დონეზე კიდევ 3-4 წელი ითამაშებს"

"ბარსელონას" ლეგენდამ ხავი ერნანდესმა ლიონელ მესიზე ისაუბრა:

გუშინ, 16:52

მაკგრეგორი: "რევანში აუცილებლად შედგება"

UFC-ის მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვთან შესაძლო რევანშზე ისაუბრა:

გუშინ, 16:40

მანჩესტერმა ყველა აბონემენტი რეკორდულ დროში გაყიდა

მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონი წარუმატებლად ჩაატარა, კლუბის პოპულარობა არ დავარდნილა.

გუშინ, 16:28

კროოსის გარეშე და მხოლოდ ერთი თავდამსხმელით - გერმანიის ნაკრების განაცხადი ცნობილია

იოაჰიმ ლიოვმა ევრო 2020-ს შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა.

გუშინ, 15:12

სად სურს სტერლინგს კარიერის გაგრძელება, სიტიდან წასვლის შემდეგ?

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, რაჰიმ სტერლინგმა, ისაუბრა, თუ სად ისურვებდა კარიერის გაგრძელებას "სიტის" შემდეგ.

გუშინ, 14:22

ვინისიუსი მომდევნო სეზონს რეალში არ გაატარებს?!

ესპანური გამოცემა AS საინტერესო განცხადებას ავრცელებს.

გუშინ, 14:16

ნაჩოს მომავალი გადაწყვეტილია - Marca

სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მადრიდის "რეალთან" კონტრაქტს ნაჩო ფერნანდესიც გაახანგრძლივებს.

გუშინ, 13:44

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10