Goal.Ge

"რეკორდმაისტერის" აღზევება. ნაწილი მეორე



ჩავარდნა 2010-11 ვან გაალისეული სათამაშო სქემა უცვლელი დარჩა. შემადგენლობა კი მცირედით გადახალისდა. მას დაემატა მარიო გომესი, რომელიც საკმაოდ პროდუქტიული ფეხბურთელი გახლდათ და მეტი შედეგიანობით გამოირჩეოდა რობენისა და რიბერის ჩაწოდებებზე თუ გამჭოლ გადაცემებზე. გუნდი დატოვეს დემიკელისმა და ვან ბომელმა, დაბრუნდა ახალგაზრდა კროოსი. shemad ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენელებს არცთუ რთული ჯგუფი შეხვდათ, შესაბამისად გასაკვირი არაა, რომ 6-იდან 5 თამაში მოიგეს და გათამაშების პირველი ეტაპი მაღალ ქულაზე დაასრულეს. თუმცა სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ერთადერთი წაგებული მატჩი რომასთან ცხადად გამოხატავდა იმას, რომ გაძლიერებული ბაიერნი მეტოქეს სათანადოდ ვერ აფასებდა. ოლივერ კანს თავისი გუნდისთვის ხშირად გაუკეთებია შემდეგი შეფასება: “ბავარიელებს მკვლელის ინსტიქტი აკლიათო”. ფაქტია, როდესაც მატჩს 2-0-ს იგებ, ფსიქოლოგიური უპირატესობა გაქვს და უნდა გამოიყენო. ეს მატჩი შინაარსით წააგავს ბაიერნის ფიასკოს განმაპირობებელ მთავარ მატჩს მილანის “ინტერთან”, ამიტომ ჩვენი აზრით კარგი იქნება, თუ განვიხილავთ მიზეზებს, რატომ წააგო ბაიერნმა რომასთან. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მიუნხენელები გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდნენ, არ იყო რობენი, შვაინშტაიგერი, მათ ნაცვლად კი მოედანზე ოტლი და კროოსი ვიხილეთ. რა თქმა უნდა საუბარი შეიძლება მწვრთნელის შეცდომაზეც. 70-ე წუთის შემდეგ, როცა ანგარიში იყო 2-1 ბაიერნის სასარგებლოდ ვან გაალმა დაცვის გაძლიერება გადაწყვიტა, რიბერის ნაცვლად ჰამიტ ალტინტოპი, ხოლო მიულერის ნაცვლად დიეგო კონტენტო შემოიყვანა. ბაიერნის შეტევაუმოქმედო გახდა, ჯერ კიდევ გამოუცდელი ტონი კროოსი და გომესი, რომელსაც ორი გოლი უკვე გატანილი ჰქონდა ხსენებულ თამაშში, ვეღარაფერს აკეთებდნენ, რითაც მშვენივრად ისარგებლა რომამ და 5 წუთიან მონაკვეთში მე-80 წუთის შემდეგ ორი გოლი შეაგდო ბუტის შემცვლელ კრაფტის კარში. კრაფტი თავის მხრივ კარგი მეკარე იყო, თუმცა არასტაბილური. ასეა თუ ისე ეს წაგება საგანგაშო არ ჩანდა, ვინაიდან ბაიერნმა თავისი ამოცანა შეასრულა, თუმცა ვან გაალმა ცერ გაითვალისწინა, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებში (მაგ. რიბერის შეცვლა) შესაძლოა გუნდის დამარცხების მიზეზი ყოფილიყო დამალული. ამაზე შემდგომ გავაგრძელებთ საუბარს. ბაიერნი წარუმატებლად გამოდის ბუნდესლიგაშიც. საფუძველი მზადდება ლუის ვან გაალის გუნდიდან წასვლისა და ახალი მწვრთნელის დანიშვნისათვის. fc-bayern-louis-gaal ვიდრე ვან გაალი წავიდოდა, ბაიერნს დასუსტებულ ინტერთან უწევდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში. პირველი თამაში მილანში ჩატარდა. მიუნხენელებმა ხასიათი გამოავლინეს და ბოლო წუთზე გატანილი ბურთით 1-0 მოიგეს. ინტერი მიუნხენში ჩავიდა და უკვე მეოთხე წუთზე ეტოოს ბურთით დაწინაურდა. უნდა ითქვას რომ კამერუნელმა, ბურთი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა. მიუხედავად ამისა, ეს შეხვედრა მიანც ჩაიწერება ინტერის აქტივში, როგორც მებრძოლი გუნდისა, რომელსაც არ სჩვევია დანებება. ხოლო ბაიერნის შემთხვევაში კი ვან გაალის გუნდიდან გაშვების უმთავრესი მიზეზია. ფეხბურთელებისა და მწვრთნელის შეცდომები ერთმანეთზე გადაება და თამაში მიმდინარეობის მიხედვით თითქოს ალოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. დასასრული მართლაც ალოგიკური იქნებოდა, მხოლოდ პირველი ტაიმით რომ გვემსჯელა, მაგრამ მეორე ტაიმში მიუნხენელთა თამაში მდორე და მოსაწყენი გახდა, ვინაიდან ბაიერნს 2-1 მიჰყავდა ანგარიში და არანაირად არ ელოდა ინტერის მხრიდან ორი გოლის მიღებას. ეს გამასამართლებელი საბუთი არ არის. პირველი ტაიმის ბოლოს ბავარიელებმა 3 100%-იანი მომენტი გაანიავეს და მიიჩნიეს, რომ გატანა ნებისმიერ წამს შეეძლოთ. თავის მხრივ ინტერი საოცრად მოტივირებული გამოვიდა მოედანზე და ფსიქოლოგიური უპირატესობა მალევე მოიპოვა სნეიდერის გოლით. მე-60 წუთზე გაალმა რობენის ნაცვლად ალტინტოპი შემოყვანა. გაურვკეველია ამ შეცვლის მიზეზი, ზოგი ფიქროვს რომ ეს იძულებით შეცვლა იყო, მაგრამ დანამდვილებითი პასუხი ამაზე არ არსებობს. ინტერმა კარგად გამოიყენა წინა წლის გამოცდილება და ერთი ფლანგიდან განვითარებული შეტევები ადვილად ჩაშალა. მატჩის მიწურულს გორან პანდევმა მესამედ აიღო მიუნხენელთა კარი. ბაიერნი შოკიდან ვერ გამოვიდა, თუმცა ამის დრო არც ჰქონდათ. გუნდი ლიგას გამოეთიშა, ინტერი კი დამსახურებულად გახდა მეოთხედფინალის მონაწილე. თუმცა, ის მეოდხედფინალი მილანელთათვის დიდი კრიზისის დასაწყისი გამოდგა. pand ლუი ვან გაალი ერთ კვირაში გაათავისუფლეს, მისი პოსტი თანაშემწე იონკერმა დაიკავა. ბუნდესლიგაში ბაიერნი მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. ამ წარუმატებლობამ კლუბის ბოსები აიძულა სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურებულიყვნენ, მათ შეიძინეს შალკეს და გერმანიის ნაკრების პირველი კიპერი მანუელ ნოიერი და გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი დანიშნეს. ჰაინკესს კი ორი სეზონი დასჭირდა იმისათვის, რათა ბაიერნი მსოფლიოს საუკეთესო კლუბად ექცია და საბოლოო ჯამში ეს შეძლო კიდეც. ამაზე შემდგომ ნაწილებში ვისაუბრებთ. სპეციალურად GOAL.GE-სთვის, ნიკა კოშორიძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიდი საჩუქარი რაგბის გულშემატკივარს!

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

20-09-2019, 21:42

მცველი აზარი - რამდენჯერ აართვა ბელგიელმა ბურთი მეტოქეს განვლილ შეხვედრაში?

„სევილიასთან“ განვლილ შეხვედრაში, მადრიდის „რეალის“ შემტევმა თავი სხვა მხრიდან წარმოაჩინა.

დღეს, 14:46

ქომაგებისგან თავის დასაცავად პოგბამ 18 ათას ფუნტად ძაღლი შეიძინა [ფოტო]

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, ქომაგებისგან თავის დასაცავად ძაღლი შეიძინა.

დღეს, 14:40

სოლსკიაერი იუნაიტედის ორი ფეხბურთელით არის უკმაყოფილო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი, გუნდის შემტევების ქმედებებით უკმაყოფილოა.

დღეს, 14:35

ბალოტელი: "რონალდუს წინააღმდეგ თამაში? ჩემთვის სულერთია"

„ბრეშიას“ იტალიელმა ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ აღნიშნა, რომ სერია ა-ს მეხუთე ტურში „იუვენტუსთან“ დაპირისპირება განსაკუთრებულ ემოციებს არ გვრის.

დღეს, 14:31

გრანადასთან მატჩის შემდეგ, მესიმ თანაგუნდელები გაკიცხა

„ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი, „გრანადასთან“ მატჩში თანაგუნდელების მოქმედებით საშინლად უკმაყოფილო იყო.

დღეს, 14:27

ვერტონგენი: "VAR-მა ფეხბურთი სრულიად სხვა თამაშად აქცია"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველმა, იან ვერტონგენმა, „ლესტერთან“ წაგებაზე (1:2) ისაუბრა.

დღეს, 13:32

მსოფლიო თასების ეგიდით: საქართველოს ნაკრების ურთიერთშეხვედრების ისტორია პირველი დონის გუნდებთან

საქართველოს ნაკრები დღეს რიგით მეხუთე მსოფლიო თასზე დაიწყებს ასპარეზობას და ტოიოტაში უელსის ნაკრებს შეერკინება.

დღეს, 13:27

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი უზბეკეთშიც კი არ გააჩერეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ექტორ რაულ კუპერი, უზბეკეთის ნაკრებიდან გაუშვეს.

დღეს, 13:26

"ყოველკვირა ერთიდაიგივე ნეხვია", - როისმა ჟურნალისტს უხეშად უპასუხა

დორტმუნდის „ბორუსიას“ კაპიტანმა, მარკო როისმა, ჟურნალისტს მკაცრად უპასუხა, რომელმაც გუნდის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ჰკითხა.

დღეს, 11:50

ჟოზე: "ახლა მანჩესტერი იმაზე საშინელია, ვიდრე ჩემ დროს იყო"

პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ არსებულ სიტუაციაზე ილაპარაკა.

დღეს, 11:47

რიბერი სერია ა-ს ისტორიაში შევიდა

„ფიორენტინას“ ნახევარმცველმა, ფრენკ რიბერიმ, იტალიის სერია ა-ს ახალი რეკორდი დაამყარა.

დღეს, 11:43

რომელ ადგილზეა ბარსელონა ლა ლიგის მეხუთე ტურის შემდეგ?

კატალონიის „ბარსელონასთვის“ მიმდინარე პრიმერა დივიზიონი არც ისე წარმატებულად მიმდინარეობს.

დღეს, 11:33

ზიდანმა სევილიასთან მატჩი შეაფასა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "სევილიასთან" მატჩი შეაფასა:

დღეს, 09:20

იკარდიმ ინტერს წაკბინა

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა მაურო იკარდიმ მილანის "ინტერს" წაკბინა:

დღეს, 09:12

UFC-ის პრეზიდენტმა ხაბიბის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა

UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაიტმა ხაბიბ ნურმაგომედოვის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა:

დღეს, 09:04

ლამპარდის კიდევ ერთი ანტი-რეკორდი - პირველად 1988 წლის შემდეგ

"ლივერპულთან" წაგების შემდეგ, ფრენკ ლამპარდმა კიდევ ერთი ანტი-რეკორდი მიითვალა.

დღეს, 08:50

რეალის შთამბეჭდავი შედეგი სევილიასთან მატჩში - პირველად 2016 წლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" გასვლაზე "სევილია" დაამარცხა.

დღეს, 08:39

იკარდიმ მესიზე ისაუბრა

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა მაურო იკარდიმ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 08:27

კოვინგტონი: "დათვები? ხაბიბი უარესს ცხვრებთან აკეთებს"

UFC-ის მებრძოლმა კოლბი კოვინგტონმა ხაბიბ ნურმაგომედოვის მისამართით მორიგი პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

დღეს, 08:14

მოურინიო: "ჩელსისა და მანჩესტერის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება"

ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მორიგი პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

დღეს, 08:01

საქართველოს ჩემპიონატში ვითარება დაიძაბა - ვინ გახდება ჩემპიონი?

ერვნული ლიგის სეზონის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი და ცხრილში სიტუაცია ძალიან დაძაბულია.

დღეს, 02:02

გიორგი მაკარიძის ბრწყინვალე სტატისტიკა პორტუგალიაში

პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "სეტუბალმა" "პორთიმონენსეს" უმასპინძლა და 0:0 ითამაშა.

დღეს, 01:56

რაული რეალის ფეხბურთელზე: "ის ჩვენთან არაა, რადგან პირველი გუნდის მოთამაშეა"

მადრიდის "რეალის" მეორე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რაულმა სამეფო კლუბის ფეხბურთელი შეაქო.

დღეს, 01:52

რატომ დაესწრო ერიკ აბიდალი ნაპოლის მატჩს?

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ნაპოლი" "ლეჩეს" დაუპირისპირდა და 1:4 დაამარცხა.

დღეს, 01:48

კლოპმა ჩელსისთან მოგებული მატჩი შეაფასა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ლივერპული" "ჩელსის" ესტუმრა და 1:2 დაამარცხა.

დღეს, 01:44

ლამპარდი: "ჩელსი ლივერპულზე უკეთესი იყო"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა "ლივერპულთან" წაგებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 01:41

ჩელსიმ ანტი-რეკორდი დაამყარა - პირველად 1978 წლის შემდეგ

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში "ჩელსი" შინ "ლივერპულთან" დამარცხდა.

დღეს, 01:36

ბენზემას საუკეთესო შედეგი 2019 წელს

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "სევილიას" დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.

დღეს, 01:33

10-კაციანი არსენალის რეკორდული მატჩი

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "არსენალი" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდა და 3:2 იმარჯვა.

დღეს, 01:31

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10