გატუზო: "ევროპა ლიგისთვის ვემზადებით!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გატუზო: "ევროპა ლიგისთვის ვემზადებით!"


გატუზო:

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, ახალი სეზონისათვის მოსამზადებელ ეტაპზე გააკეთა კომენტარი.

"წინ 50 დღიანი მძიმე მოსამზადებელი ეტაპი გველის. თუმცა ახლა გაცილებით მსუბუქად ვგრძნობ თავს, ვინაიდან ჩვენ ფეხბურთზე ვსაუბრობთ და არა კლუბის ბედზე.

გუნდისათვის მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა, ახალი სეზონისთვის ენთუზიაზმით ვემზადებით და რამდენიმე ახალ მოთამაშეს ველოდებით.

მირაბელიმ და ფასონემ იციან ვინ გვჭირდება და ამ მიმართულებით მუშაობენ. ევროთასებზე ჩვენი მონაწილეობის საკითხს სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო 19 ივლისს განიხილავს, ამიტომ ახლა ევროპა ლიგისთვის ვემზადებით!", - აღნიშნა გატუზომ.

უეფამ "როსონერი" ფეირ პლეის წესების დარღვევის გამო 2 წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, მაგრამ მილანურმა კლუბმა აპელაცია შეიტანა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი ჯენარო გატუზო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები