ავტორიზაცია

ბუნდესლიგის 10 საუკეთესო ტალანტი, რომელსაც მომდევნო სეზონში უნდა დავაკვირდეთ

ბუნდესლიგის 10 საუკეთესო ტალანტი, რომელსაც მომდევნო სეზონში უნდა დავაკვირდეთ
თარიღი 28 ივლ 2018, 22:26
გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის ახალი სეზონი სტარტს 24 აგვისტოს აიღებს და საინტერესოა ბუნდესლიგის მომდევნო სეზონში რომელი ახალგაზრდა ტალანტები გადადგამენ ნაბიჯს ახალი დონისკენ.

ბუნდესლიგაში ყოველთვის ძალიან ბევრი ახალგაზრდა, საინტერესო მოთამაშეა, რომელთაც კლუბები ყოველთვის აძლევენ თავის წარმოჩენის შესაძლებლობას და გერმანული ფეხბურთი ამით ნამდვილად გამოირჩევა.

ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებ-საიტმა მომდევნო სეზონის საუკეთესო ვუნდერკინდებისგან სიმბოლური გუნდი შეადგინა:

მეკარე: ჯონათან კლინსმანი ("ჰერტა", 21 წლის).

მცველები: ბენჟამინ პავარი ("შტუტგარტი", 22 წლის); დაიო უპამეკანო ("ლაიფციგი", 19 წლის); ნიკლას ზიულე ("ბაიერნი", 22 წლის); ჯან-ლუკა იტერი (19 წლის).

ცენტრალური ნახევარმცველები: სანტიაგო ასკარიბარი ("შტუტგარტი", 21 წლის); უისტონ მაკკინი ("შალკე", 19 წლის).

შემტევი ნახევარმცველები: კრისტიან პულიშიჩი ("დორტმუნდი", 19 წლის); კაი ჰავერტცი ("ბაიერი", 19 წლის), ლეონ ბეილი ("ბაიერი", 20 წლის).

თავდამსხმელი: ჯოშ სარგენტი ("ვერდერი", 18 წლის).

ბუნდესლიგის 10 საუკეთესო ტალანტი, რომელსაც მომდევნო სეზონში უნდა დავაკვირდეთ

ასევე იხილეთ:

არასასურველი სტუმარი ტურინში - რა ხდება ბონუჩის ტრანსფერის გარშემო?

რატომ არის ჩემპიონთა ლიგის პირველ კალათში ლა ლიგის 3 გუნდი?

"ვინ გსურთ მეტოქედ, ჩიხურა თუ მარიბორი?" - სტივ ჯერარდის პასუხი