ვინ შეცვლის რონალდუს რეალში? - 4-კაციანი სია შედგენილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვინ შეცვლის რონალდუს რეალში? - 4-კაციანი სია შედგენილია


ვინ შეცვლის რონალდუს რეალში? - 4-კაციანი სია შედგენილია

"რეალის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელს ეძებს.

მოგეხსენებათ, გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 33 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს.

როგორც გავლენიანი გამოცემა Marca იუწყება, კანდიდატთა სია უკვე შედგენილია.

ასე და ამგვარად, "სამეფო კლუბი" კილიან მბაპეს, ნეიმარის (ორივე - "პსჟ"), ჰარი კეინისა ("ტოტენჰემი") და ედენ აზარის ("ჩელსი") შეძენას ეცდება.

არსებული ინფორმაციით, "რეალი" არამხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე შედეგიანი ფეხბურთელის შეძენას ეცდება. თუმცა, თავის მხრივ, აღინიშნება, რომ ზემოთნახსენები კლუბები თავიანთი ფეხბურთელების გაშვებას არ აპირებენ.

ვინ შეცვლის რონალდუს რეალში? - 4-კაციანი სია შედგენილია

ასევე იხილეთ:

რონალდუს მიმართვა: "ვთხოვ, ყველას გამიგოს"

ნიკა გვარამია: "ეს კომენტატორები ხორვატიაში უნდა გავუშვათ"

დიბალა რონალდუს იუვენტუსში გადასვლას ეხმაურება


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები