კაფუმ რონალდუს იუვენტუსში ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კაფუმ რონალდუს იუვენტუსში ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა


კაფუმ რონალდუს იუვენტუსში ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

ბრაზილიის ნაკრების რიგებში 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, კაფუმ განაცხადა, რომ "იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ტურინელებს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარება.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 33 წლის პორტუგალიელი "რეალიდან" "იუვენტუსში" 112 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

"კრიშტიანუ რონალდუ ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია", - აცხადებს კაფუ.

"დარწმუნებული ვარ, რომ იტალიაშიც ისე წარმატებულად იასპარეზებს, როგორც ესპანეთის ჩემპიონატში".

"დაეხმარება რონალდუ "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის მოგებაში? ამისათვის ყველაფერი აქვს", - დასძინა ბრაზილიელმა.

რონალდუ "რეალის" ღირსებას 2009 წლიდან იცავდა. ამ დროის მანძილზე მან 15 ტიტული მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ოთხი თასის ჩათვლით.

გასულ სეზონში კრიშტიანუმ ყველა ტურნირზე ერთად საკლუბო დონეზე 42 მატჩი ჩაატარა და 42 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, პორტუგალიელის ანგარიშზე ხუთი "ოქროს ბურთია", საიდანაც ოთხი "რეალის" რიგებში დაისაკუთრა.

ასევე იხილეთ:

რონალდუს მიმართვა: "ვთხოვ, ყველას გამიგოს"

ნიკა გვარამია: "ეს კომენტატორები ხორვატიაში უნდა გავუშვათ"

დიბალა რონალდუს იუვენტუსში გადასვლას ეხმაურება


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები