ანჩელოტიმ რონალდუს იუვენტუსში ტრანსფერი შეაფასა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ანჩელოტიმ რონალდუს იუვენტუსში ტრანსფერი შეაფასა


ანჩელოტიმ რონალდუს იუვენტუსში ტრანსფერი შეაფასა

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" ტრანსფერი მთელ იტალიურ ფეხბურთს სარგებელს მოუტანს.

გუშინ, 33 წლის პორტუგალიელმა ტურინულ გრანდთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"რონალდუ? იტალიური ფეხბურთი მისი მოსვლით მხოლოდ მოიგებს", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Football Italia.

"ეს ჩვენთვის მოტივაციის შესანიშნავი წყაროა", - დასძინა კარლომ.

რონალდუ "რეალის" ღირსებას 2009 წლიდან იცავდა. ამ დროის მანძილზე მან 15 ტიტული მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ოთხი თასის ჩათვლით.

გასულ სეზონში კრიშტიანუმ ყველა ტურნირზე ერთად საკლუბო დონეზე 42 მატჩი ჩაატარა და 42 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, პორტუგალიელის ანგარიშზე ხუთი "ოქროს ბურთია", საიდანაც ოთხი "რეალის" რიგებში დაისაკუთრა.

ასევე იხილეთ:

რონალდუს მიმართვა: "ვთხოვ, ყველას გამიგოს"

ნიკა გვარამია: "ეს კომენტატორები ხორვატიაში უნდა გავუშვათ"

დიბალა რონალდუს იუვენტუსში გადასვლას ეხმაურება


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები