2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გმირს მედალი მოჰპარეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გმირს მედალი მოჰპარეს


2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გმირს მედალი მოჰპარეს

2016 წელს, კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ედერი პორტუგალიელი გულშემატკივრების კერპად იქცა.

ფრანგების წინააღმდეგ გამართული ფინალური მატჩის 109-ე წუთზე სწორედ ედერის ზუსტმა დარტყმამ გახადა "ევროპელი ბრაზილიელები" კონტინენტის ჩემპიონები.

სამწუხაროდ, ორი წლის შემდეგ, მედალი, რომელიც ედერმა დაჯილდოების ცერემონიაზე მიიღო, მოიპარეს.

"ჩემი საჩემპიონო მედალი სპეციალურ ლამაზ ყუთში ინახებოდა. ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო, მაგრამ სახლში ქურდები შემოიჭრნენ და წაიღეს".

"სამწუხაროა, რომ 2018 წლის მუნდიალზე მონაწილეობა ვერ მივიღე. პორტუგალიის ნაკრებმა ურუგვაის დამარცხება დაიმსახურა", - ციტირებს ედერის სიტყვებს Desporto.

2017/18 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ედერი "ლილში" გადავიდა.

ასევე იხილეთ:

რონალდუს მიმართვა: "ვთხოვ, ყველას გამიგოს"

ნიკა გვარამია: "ეს კომენტატორები ხორვატიაში უნდა გავუშვათ"

დიბალა რონალდუს იუვენტუსში გადასვლას ეხმაურება


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები