გიგზი რონალდუს ტრანსფერზე: "მას უნდა, რომ მესის აჯობოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გიგზი რონალდუს ტრანსფერზე: "მას უნდა, რომ მესის აჯობოს"


გიგზი რონალდუს ტრანსფერზე:

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცოცხალმა ლეგენდამ, რაიან გიგზმა, კრიშტიანუ რონალდუს ტურინის "იუვენტუსში" ტრანსფერზე ისაუბრა.

"გაოცებული დავრჩი, როდესაც გავიგე, რომ რონალდუმ "რეალი" დატოვა და იტალიაში გადაბარგდა. ვფიქრობ, ეს მისთვის სერიოზული გამოწვევაა, ვინაიდან დიდი კლუბის ნაწილი ხდება.

რონალდუ შეპყრობილია იმ იდეით, რომ მესიზე უკეთესი იყოს. ახლა მის გონებაში ერთი აზრი ტრიალებს: "ეს ინგლისში გავაკეთე, ესპანეთშიც გავაკეთე და ახლა იტალიაშიც გავაკეთებ!"

შესაძლოა, ეს არგუმენტიც იყოს, როდესაც ხალხი დასვამს შეკითხვას - მაინც ვინ არის უკეთესი - მესი თუ რონალდუ?", - აღნიშნა გიგზმა.

33 წლის პორტუგალიელმა 2003-09 წლებში სახელი "მანჩესტერ იუნაიტედში" გაითქვა, შემდეგ მადრიდის "რეალში" ფენომენალური 9 წელი გაატარა და ახლა "იუვეს" შეუერთდა.

ასევე იხილეთ:

რონალდუს მიმართვა: "ვთხოვ, ყველას გამიგოს"

ნიკა გვარამია: "ეს კომენტატორები ხორვატიაში უნდა გავუშვათ"

დიბალა რონალდუს იუვენტუსში გადასვლას ეხმაურება


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები