ზაზა ფაჩულიას ემოციური განცხადება: ქართველმა ცენტრმა ახალ გუნდში გადასვლა დაადასტურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზაზა ფაჩულიას ემოციური განცხადება: ქართველმა ცენტრმა ახალ გუნდში გადასვლა დაადასტურა


ზაზა ფაჩულიას ემოციური განცხადება: ქართველმა ცენტრმა ახალ გუნდში გადასვლა დაადასტურა

ცოტა ხნის წინ, ზაზა ფაჩულიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ NBA-ს ახალ გუნდში ითამაშებს.

ცნობილია, რომ ფაჩულიამ გოლდენ სტეიტი ოფიციალურად დატოვა და კარიერას დეტროიტში გააგრძელებს.

"სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმას, თუ რამდენად კმაყოფილი და მადლობელი ვარ გოლდენ სტეიტში გატარებული 2 წლით.

ამ გუნდში გატარებული დრო მე და ჩემს ოჯახს ყოველთვის გვემახსოვრება. მადლობა გოლდენ სტეიტს, მიყვარხართ და გგულშემატკივრობთ.

თავის მხრივ, ბედნიერი ვარ, რომ მომავალი სეზონიდან დეტროიტში ვითამაშებ. ერთი სულ მაქვს, როდის შევხვდები ჩემს ახალ თანაგუნდელებს და როდის დაიწყება სეზონი", - აცხადებს ფაჩულია.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ცენტრმა გოლდენ სტეიტში 2 სეზონი ითამაშა და 2-ვეჯერ ჩემპიონი გახდა.

ასევე იხილეთ:

ხორვატიის პრეზიდენტი ნაკრების ფინალში გასვლას გამოეხმაურა

VIDEO: ლუდის წვიმა ლონდონში - რა ხდებოდა ინგლისის გოლის დროს?

VIDEO: რა ხდებოდა ტრიბუნებზე, როდესაც ბურთი ვიდას ჰქონდა? - გაბრაზებული რუსი ფანები


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები