რატომ არის კონტეს გაშვება უდიდესი შეცდომა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რატომ არის კონტეს გაშვება უდიდესი შეცდომა?


რატომ არის კონტეს გაშვება უდიდესი შეცდომა?

როგორც მოგეხსენებათ რომან აბრამოვიჩმა დაითხოვა ანტონიო კონტე, რომლის გაშვებას ჟურნალისტები და გულშემატკივრები ჯერ კიდევ გაზაფხულზე წინასწარმეტყველებდნენ.

ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ექს-დამრიგებლის ადგილს მაურიციო სარი დაიკავებს. რამ განაპირობა ლონდონის "ჩელსის" ჩავარდნა გასულ სეზონში, რომელსაც კონტეს ალბიონური კარიერა შეეწირა? იმსახურებდა თუ არა ანტონიო მეორე შანსს? განვიხილოთ "არისტოკრატთა" მორიგი სამწვრთნელო რეფორმა.

რატომ არის კონტეს გაშვება უდიდესი შეცდომა?

დაუნდობელი აბრამოვიჩი

რუსი ოლიგარქი ყოველთვის მომენტალურ შედეგს ითხოვს. აღსანიშნავია, რომ თავის პირველ სეზონში კონტემ რეალურად შეასრულა ეს ურთულესი მისია - დებიუტშივე ჩემპიონატის მოგება, რომელიც სავსეა სუპერ-ფეხბურთელებით, მწვრთნელებითა და გუნდებით, მართლაც ფანტასტიკაა.

რატომ არის კონტეს გაშვება უდიდესი შეცდომა?

ანტონიომ შეძლო ის, რაც ვერ მოახერხა გვარდიოლამ, მოურინიომ (მხოლოდ "მანჩესტერში"), კლოპმა და პოჩეტინომ. ერთი შეხედვით, თავისი მიღწევით იტალიელმა მოიპოვა ნდობის უსაზღვრო კრედიტი, სხვა რომელიმე კლუბში ნამდვილად ასე იქნებოდა, მაგრამ აბრამოვიჩი მალე ივიწყებს კარგს და დიდი ხნით იმახსოვრებს ცუდს.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან გამოვარდნა, ინგლისის თასის ფინალში წაგება, ოთხეულში ვერ მოხვედრა - ამ წარუმატებლობებმა რომანის გონებაში მკვეთრად გადაფარა პრემიერ ლიგაში ტრიუმფი ერთი წლით ადრე. რუსმა ტრადიციას არ უღალატა და კვლავ გაუშვა მწვრთნელი მხოლოდ ერთი ჩაგდებული სეზონის შემდეგ.

რატომ არის კონტეს გაშვება უდიდესი შეცდომა?

კონტეს პოზიცია

"ჩელსიმ" ჩემპიონატის სტარტზევე დაიწყო ჩაძირვა, ანტონიომ კი უფრო დააჩქარა განადგურების პროცესი. ჩავარდნის დროს მწვრთნელი ცდილობს გუნდის გაერთიანებას, შეგირდების მოტივირებას ერთი კონკრეტული მიზნისთვის, გამოსავალის პოვნასა და დაძაბულობის განმუხტვას, იტალიელმა ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთა.

რატომ არის კონტეს გაშვება უდიდესი შეცდომა?

კონტე ითვალწუნებდა და უშვებდა ტოპ-ფეხბურთელებს (კოსტა, მატიჩი), ჩხუბობდა სხვა კლუბების თავკაცებთან (მოურინიო) და წუწუნებდა ტრანსფერებზე. ანტონიომ სტრესული სიტუაცია კრიტიკულამდე დაიყვანა. აბრამოვიჩი მსგავს გამოხტომებს არავის პატიობს, არ აქვს მნიშვნელობა მწვრთნელის მიღწევებსა და სტატუსს.

რუსმა მილიარდერმა ორჯერ გააგდო ცივსისხლიანად მოურინიო, სპეციალისტი, რომელიც პირდაპირ კავშირში არის "ჩელსის" აღმასვლასთან. კონტეს სწორედ პორტუგალიელის მაგალითზე უნდა ესწავლა ჭკუა.

რატომ არის კონტეს გაშვება უდიდესი შეცდომა?

კიდევ ერთი შანსი

ყველაფრის მიუხედავად იტალიელი მაინც იმსახურებდა შეწყალებას. ანტონიო უმაღლესი კლასის მწვრთნელია, ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში. მან ეს უკვე დაამტკიცა "იუვენტუსში" და "ჩელსიშიც" თავის სადებიუტო სეზონში.

არ შეიძლება მსგავსი დონის სპეციალისტების ერთი ხელის მოსმით სანაგვეზე გადაგდება. წარუმატებელი მომენტები ყველა დამრიგებელს აქვს, გაიხსენეთ რამდენჯერ იყო კრიზისში სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერი"? აბრამოვიჩის ხელში შოტლანდიელს მალევე მოუწევდა ახალი სამსახურის ძებნა, ვენგერზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

რატომ არის კონტეს გაშვება უდიდესი შეცდომა?

იმ შემთხვევაში თუ ჩავარდნა მომავალ წელსაც გაგრძელდებოდა, მაშინ კონტეს გაშვება სავსებით ადეკვატური ქმედება იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი წარუმატებელი სეზონის გამო მწვრთნელის გაშვება, რომელმაც ინგლისური კარიერა ჩემპიონის რანგში დაიწყო, სრული მარაზმია.

სარი არ არის მაღალი დონის სპეციალისტი

მაურიციო უკვე 59 წლის არის, თუმცა მისი ტიტულების კოლექცია ჯერ კიდევ ცარიელია. დიახ, იტალიელის ხელში "ნაპოლიმ" მართლაც განიცადა შესამჩნევი პროგრესი, მაგრამ ამ განვითარების პიკი იყო არა ჩემპიონობა, არამედ მარადიული მე-2 ადგილი და ევროთასებზე სისტემატური კრახი.

რატომ არის კონტეს გაშვება უდიდესი შეცდომა?

"ჩელსისა" და მისი პრეტენზიული მფლობელისთვის კი მსგავსი რეზიუმე ნამდვილად არ არის შესაფერისი. აბრამოვიჩის მთავარი ამოცანა იყო კონტეს გაშვება, რომელსაც შემდეგ შეცვლიდა ის, ვისი გადმობირებაც მარტივი იქნებოდა. ასე რომ სარის ადგილას შესაძლოა ყოფილიყო სხვა ნებისმიერი.

დიდი ალბათობით მაურიციოც უმოკლეს დროში გაივლის რანიერის, მოურინიოს, სკოლარის, ჰიდინკის, ანჩელოტის, ბოაშის, დი მატეოს, ბენიტესისა და კონტეს გზას. საინტერესოა, ვინ იქნება აბრამოვიჩის შემდეგი მსხვერპლი.

რატომ არის კონტეს გაშვება უდიდესი შეცდომა?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები