ავტორიზაცია

ლუკ შოუ შეიძლება ბუნდესლიგაში გადავიდეს

ლუკ შოუ შეიძლება ბუნდესლიგაში გადავიდეს
თარიღი 01 აგვ 2018, 18:02
"ვოლფსბურგს" "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის, ლუკ შოუს დამატება უნდა, იუწყება Daily Mail.

ფეხბურთელს "ეშმაკუნებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ერთ წელიწადში ეწურება, ამიტომაც მისი ტრანსფერი გერმანელებს ძვირი არ დაუჯდებათ.

თუმცა, "მგლებს" თავად ფეხბურთელის დათანხმება გაუჭირდებათ. აქამდე, ლუკმა "ემიუში" დარჩენის სურვილი გამოთქვა.

შოუსადმი ინტერესს აქამდე "ბარსელონაც" იჩენდა, რომელსაც ლუკა დინის "ევერტონში" წასვლის შემდეგ მარცხენა მცველი სჭირდება.