ლოპეტეგის 120-მილიონიანი ფეხბურთელი სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლოპეტეგის 120-მილიონიანი ფეხბურთელი სურს


ლოპეტეგის 120-მილიონიანი ფეხბურთელი სურს

ცნობილი ესპანური გამოცემა AS წერს, რომ მადრიდის "რეალს" როდრიგოს დამატება სურს.

ესპანელი ფორვარდი ამჟამად "ვალენსიაში" ასპარეზობს და მას კლუბი 120 მილიონ ევროდ აფასებს.

როდრიგოს "ვალენსიაში" 2015 წლიდან გამოდის, თუმცა ის პრესის პირველ გვერდებზე 2018 წლის მუნდიალის შემდეგ გამოჩნდა.

პუბლიკის ნაწილი ვისაც არ ჰქონდა მასზე არაფერი გაგონილი ფიქრობდა, რომ ის ამომავალი ვარსკვლავია, თუმცა გაცნობებთ, რომ როდრიგო უკვე 27 წლის არის.

ის ბრაზილიაშია დაბადებული, თუმცა ესპანეთის ნაკრებში თამაში არჩია.

შეგახსენებთ, რომ როდრიგო 2009-2011 წლებში "რეალის" სკოლაში იზრდებოდა.

ასევე იხილეთ:

არსებობს მხოლოდ ორი კლუბი, რომლის ფეხბურთელებმა მუნდიალის უკანასკნელ 10-ვე ფინალში ითამაშეს

ევროპა ლიგის მატჩის წინ, ვაკის პარკში ქართველმა და ებრაელმა ფანებმა იჩხუბეს

ოფიციალურად: 2022 წლის მუნდიალი ზამთარში ჩატარდება


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები