სიონი მწვრთნელის გარეშე დარჩა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სიონი მწვრთნელის გარეშე დარჩა


სიონი მწვრთნელის გარეშე დარჩა

კობა ჟორჟიკაშვილი ბოლნისის "სიონის" მთავარი მწვრთნელი აღარაა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

კობა ჟორჟიკაშვილსა და ბოლნისის "სიონს" შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. გასულ სეზონში ჟორჟიკაშვილის თავკაცობით “სიონი“ ეროვნულ ლიგა ერთში აღზევდა, წლეულს კი ცუდ მდგომარეობაშია.

ბოლნისის გუნდმა 18 შეხვედრაში 13 ქულა დააგროვა და ბოლოდან მესამე ადგილზეა.

ვინ გახდება "სიონის" ახალი მთავარი მწვრთნელი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.", - წერია განცხადებაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები