სიტიში ჟორჟინიოს ჩელსიში ტრანსფერით უკმაყოფილონი არიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სიტიში ჟორჟინიოს ჩელსიში ტრანსფერით უკმაყოფილონი არიან


სიტიში ჟორჟინიოს ჩელსიში ტრანსფერით უკმაყოფილონი არიან

"მანჩესტერ სიტის" წარმომადგენლები "ნაპოლის" საქციელით უკმაყოფილონი არიან, იტყობინება ESPN.

ეს ნეაპოლელთა აწ უკვე ექს-ნახევარმცველის, ჟორჟინიოს "ჩელსიში" ტრანსფერს უკავშირდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიურმა კლუბმა "მანჩესტერ სიტისთან" წინასწარი შეთანხმება დაარღვია და "ჩელსის" წინადადება მიიღო.

იტალიის ნაკრების ჰავბეკი პეპ გვარდიოლას მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, იგი ლონდონურ კლუბში 60 მილიონ ევროდ გადაბარგდა.

თავად ფეხბურთელსაც უნდოდა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა, კლუბი მზად იყო მის სანაცვლოდ 49 მილიონი გადაეხადა.

მომავალში "სიტი" "ნაპოლისთან" საქმიანი ურთიერთობის დაჭერას აღარ აპირებს.

26 წლის ჰავბეკი "ნაპოლიში" 2014 წლის იანვარში "ვერონადან" 9,5 მლნ ევროდ გადავიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები