ლივერპული მომავალ კვირაში რომას ალისონის ტრანსფერზე წინადადებას შესთავაზებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლივერპული მომავალ კვირაში რომას ალისონის ტრანსფერზე წინადადებას შესთავაზებს


ლივერპული მომავალ კვირაში რომას ალისონის ტრანსფერზე წინადადებას შესთავაზებს

"ლივერპულის" ხელმძღვანელობა მომავალ კვირაში "რომას" ალისონის ტრანსფერზე შეთავაზებას გაუკეთებს, წერს Daily Mirror.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, მერსისაიდელებმა კიპერის პოზიციის გაძლიერება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გუნდის ძირითადმა მეკარემ, ლორის კარიუსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალთან" (1:3) ორი უპატიებელი შეცდომა დაუშვა და წინასასეზონო მატჩებშიც გააგრძელა წარუმატებელი თამაში.

სავარაუდოდ, ინგლისელები იტალიელებს 60 მილიონ ევროს (+ 10 მლნ ბონუსების სახით) შესთავაზებენ. "ლივერპულში" ფეხბურთელის შესაძლო კონტრაქტის პირობები უცნობია.

აქამდე არსებული ცნობით, რომაელები "პსჟ"-ს კარის დარაჯის, ალფონს არეოლას დამატებას აპირებენ.

ალისონი "რომაში" 2016 წლიდან თამაშობს. კლუბთან კონტრაქტი 2020/21 წლების სეზონის ბოლოს ეწურება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები