ვესტ ჰემმა ლაციოს ნახევარმცველი იყიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვესტ ჰემმა ლაციოს ნახევარმცველი იყიდა


ვესტ ჰემმა ლაციოს ნახევარმცველი იყიდა

ნახევარმცველმა, ფელიპე ანდერსონმა "ლაციო" დატოვა და "ვესტ ჰემის" ფეხბურთელი გახდა, წერს ინგლისური კლუბის ოფიციალური საიტი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ტრანსფერის ღირებულება არ სახელდება, მაგრამ იწერება, რომ "ჩაქუჩებმა" თავიანთ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელეს.

პრესის ინფორმაციით, ბრაზილიელი ინგლისელებმა 30 მილიონ ევროდ დაიმატეს.

გასულ სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა "ლაციოს" რიგებში 32 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ათი საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები