ვილიარეალი არგენტინული კლუბის ნახევარმცველს ყიდულობს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვილიარეალი არგენტინული კლუბის ნახევარმცველს ყიდულობს


ვილიარეალი არგენტინული კლუბის ნახევარმცველს ყიდულობს

"ველეს სარსფილდის" ნახევარმცველი, სანტიაგო კასერესი "ვილიარეალის" ფეხბურთელი გახდება, იუწყება არგენტინული კლუბის ოფიციალური საიტი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი ესპანეთში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა, რის შემდეგაც ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, "ვილიარეალი" 8,5 მილიონ ევროს გადაიხდის.

21 წლის ფეხბურთელმა არგენტინის ჩემპიონატში 35 მატჩი ჩაატარა. აქამდე არსებული ცნობით, მისადმი ინტერესს "ატლეტიკოც" იჩენდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები