მანჩესტერ იუნაიტედი კვლავ ცდილობს პერიშიჩის შეძენას » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერ იუნაიტედი კვლავ ცდილობს პერიშიჩის შეძენას


მანჩესტერ იუნაიტედი კვლავ ცდილობს პერიშიჩის შეძენას

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ინტერის" გარემარბ ივან პერიშიჩით კვლავ ინტერესდება.

მოგეხსენებათ, "ეშმაკუნები" გასულ ზაფხულს წარუმატებლად ცდილობდნენ ხორვატის ხელში ჩაგდებას. ახლა კი, მანჩესტერელებმა მისდამი ინტერესი განაახლეს.

Football Italia-ს ცნობით, "ემიუ" ივანის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მანიკუნიანელებს "ინტერთან" შეთანხმება გაუჭირდებათ, რადგან "ნერაძური" მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს და გუნდის დასუსტება არ აწყობს.

სავარაუდოდ, კომპრომისის მიღწევის შემთხვევაში, "იუნაიტედს" პერიშიჩის ტრანსფერი მინიმუმ 60 მლნ ევრო დაუჯდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები