ლესტერმა ტოტენჰემის ექს-თავდამსხმელი დაიმატა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლესტერმა ტოტენჰემის ექს-თავდამსხმელი დაიმატა


ლესტერმა ტოტენჰემის ექს-თავდამსხმელი დაიმატა

"ტოტენჰემის" ყოფილმა თავდამსხმელმა, რაიან ლოფტმა "ლესტერთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, იუწყება Sky Sports.

20 წლის ლოფტი მომავალ სეზონში "მელიების" სარეზერვო გუნდში ითამაშებს.

ლოფტი "დეზებს" 2013 წელს შეუერთდა, მაგრამ პირველ გუნდში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია.

რაიანმა იჯარის წესით "ბრეინტრი თაუნში", "სტივენეიჯსა" და "ექსეტერში" ითამაშა.

გასული სეზონის დასრულებისთანავე ლოფტს "ტოტენჰემთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები