"კრიშტიანუ რონალდუს ნაპოლიში გადასვლა უნდოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"კრიშტიანუ რონალდუს ნაპოლიში გადასვლა უნდოდა"



"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "რეალის" თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს კარიერის გაგრძელება მის კლუბში სურდა.

ნეაპოლელებმა მოთხოვნილი თანხის გადახდა ვერ შეძლეს. საბოლოო ჯამში, 33 წლის პორტუგალიელი "იუვენტუსში" გადავიდა.

"რონალდუს "ნაპოლიში" გადასვლა უნდოდა", - ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს La Repubblica.

"მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში, ამ საკითხზე დამიკავშირდა. წინადადების გაკეთებას ვაპირებდით და მზად ვიყავით შესაბამისი თანხა გადაგვეხადა, მაგრამ ტრანსფერის სრული ფასი 350 მილიონი ევრო იყო - ჩვენს თავს ამის უფლებას ვერ მივცემდით".

"ეს რომ გაგვეკეთებინა, "ნაპოლი" გაკოტრების რისკის ქვეშ დადგებოდა", - დასძინა აურელიომ.

რონალდუ "იუვეში" ივლისის თვის დასაწყისში გადავიდა. ტურინელებმა მის სანაცვლოდ 112 მლნ ევრო გადაიხადეს.

"ბებერი ქალბატონის" რიგებში რონალდუს ყოველწლიური ანაზღაურება 30 მილიონი ევრო იქნება.

ასევე იხილეთ:

ლოპეტეგის 120-მილიონიანი ფეხბურთელი სურს

ოფიციალურად: ჩელსიმ 65 მილიონ ევროიანი ტრანსფერი განახორციელა

ფეხბურთელები, რომლებიც პერესმა 2009 წლის შემდეგ გაუშვა - სიმბოლური 11-ეული


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები