ხორვატიის მწვრთნელი: "საქართველოსთვის ეს დიდებული მესიჯია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ხორვატიის მწვრთნელი: "საქართველოსთვის ეს დიდებული მესიჯია"


ხორვატიის მწვრთნელი:

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხორვატიის ნაკრები საფრანგეთის ნაკრებთან 4:2 დამარცხდა.

შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ზლატკო დალიჩს ქართველმა ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა.

- ბევრი პატარა სახელმწიფო თვლის, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი მათთვის სამოტივაციოა, რადგან ხორვატია ყველაზე პატარა ევროპული სახელმწიფოა, რომელმაც მუნდიალის ფინალში ითამაშა.

მაგალითად, მე საქართველოდან ვარ და რა იქნება მესიჯი პატარა ქვეყნებისთვის? ბევრი პატარა ქვეყნის გუნდი, ახლა ფიქრობს, რომ მათ შანსი აქვთ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

დალიჩის პასუხი: "ჩვენი სლოგანი, ჩვენს ავტობუსზეა ამოტვიფრული - "პატარა ქვეყანა, დიდი იმედებით". ეს არის იდეალური მესიჯი გუნდებისთვის, რომლებიც კარგად თამაშობენ და ბოლომდე იხარჯებიან. შედეგი იქმნება.

უნდა გჯეროდეს, რადგან ეს შესაძლებელია. ეს დიდებული მესიჯია პატარა ქვეყნებისთვის, როგორებიც არიან, ხორვატია და საქართველო.

თუმცა, პირველ რიგში ოცნება და ამბიცია უნდა გქონდეს და ამ ოცნებებსა და ამბიციებს უნდა მიჰყვე.

შესაძლოა, ერთ დღეს ეს ოცნებები ახდეს", - დაასრულა ხორვატმა.

იხილეთ პრესკონფერენციის ვიდეო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები