[ინტერვიუ] ლუკა ზარანდია: "პოლონელ გულშემატკივარს ჩემდამი განსაკუთრებული განწყობა აქვს და ამით ბედნიერი ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

[ინტერვიუ] ლუკა ზარანდია: "პოლონელ გულშემატკივარს ჩემდამი განსაკუთრებული განწყობა აქვს და ამით ბედნიერი ვარ"


[ინტერვიუ] ლუკა ზარანდია:

პოლონეთის სუპერთასზე "არკა გდინია" ვარშავის "ლეგიას" დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.

"არკას" მხრიდან გამორჩეული ლუკა ზარანდია იყო, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა და მთელი თამაში აქტიურობდა.

GOAL.GE ზარანდიას პოლონეთში დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

არკა გდინიასთან ერთად ფინალში უკვე მე-2 გოლი გაიტანე და ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანე... ამ ყველაფრის შემდეგ, თუ მოდის გულშემატკივრისგან დადებითი მუხტი?

გულშემატკივრისგან დადებითი მუხტი მოდის და ამას ვგრძნობ. მათ ჩემდამი განსაკუთრებული განწყობა აქვთ, რითიც ძალიან ბედნიერი ვარ.

გასულ სეზონში ჩატარებული კარგი მატჩების შემდეგ, იყო იმის ვარაუდი, რომ ახალ გუნდში გადახვიდოდი, თუმცა არკასთან ახალ კონტრაქტს მოაწერე ხელი...

არ იყო ისეთი შემოთავაზება, რაზეც ნაბიჯს დაუფიქრებლად გადავდგამდი. ისეთი ქვეყნებიდან მქონდა ვარიანტი, სადაც წასვლა არ მეჩქარებოდა. მირჩევნია, ევროპაში დავრჩე და ჩემი ძალები აქ გამოვცადო, შემდეგ კი უკეთეს ლიგაში გადასასვლელად ვიბრძოლო.

არკას ახალი 10-იანი გახდი, რას გეუბნება მწვრთნელი და თუ მოგიაზრებს გუნდის ლიდერად?

კარგი დასაწყისი იყო, თუმცა ასეთ ტემპში უნდა გავაგრძელო, რადგან ჩემგან უფრო მეტს მოითხოვენ. იმედია, 10-იანს გავამართლებ.

რა იქნება არკას მიზანი ახალ სეზონში?

ყველაფერს სეზონის მიმდინარეობა და თამაშები გვანახებს. ზოგადად კი ახალ სეზონში "არკას" მიზანი ზედა 8 გუნდში მოხვედრა იქნება.

გულშემატკივარი შენს ნაკრებში გამოძახებას წინა ამხანაგურ მატჩებში ელოდა, თუმცა ხელი ტრავმებმა შეგიშალა. უნდა ველოდოთ შენს დებიუტს სექტემბერში?

რა თქმა უნდა, ნაკრებში სათამაშოდ ყოველთვის მზად ვარ, თუმცა ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და მის აზრს პატივს ვცემ.

GOAL.GE

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები