პსჟ-ს რაბიოს ბარსელონაში გაშვება არ უნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პსჟ-ს რაბიოს ბარსელონაში გაშვება არ უნდა


პსჟ-ს რაბიოს ბარსელონაში გაშვება არ უნდა

"პსჟ"-ს ფრანგ ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს უკვე დიდი ხანია "ბარსელონას" ხელმძღვანელობა უმიზნებს.

მიუხედავად ამისა, როგორც MARCA წერს, ეს ტრანსფერი შეიძლება არ განხორციელდეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "პსჟ"-ს წარმომადგენლებს 23 წლის ფეხბურთელთან განშორება არ სურთ. რაბიოს პარიზელები ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.

აქამდე, ფეხბურთელის დედა, რომელიც მისი აგენტის როლს ასრულებს, "ბარსას" სპორტულ დირექტორ ერიკ აბიდალს შეხვდა და შვილის კონტრაქტზე შეუთანხმდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, კატალონიაში რაბიოს ყოველწლიური ანაზღაურება 7 მილიონი ევრო უნდა იყოს - მხარეებმა კი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმონ.

გასულ სეზონში რაბიომ საფრანგეთის ლიგა 1-ში 33 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები