მანჩესტერი მზადაა პერიშიჩის ტრანსფერში დარმიანი ჩართოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერი მზადაა პერიშიჩის ტრანსფერში დარმიანი ჩართოს


მანჩესტერი მზადაა პერიშიჩის ტრანსფერში დარმიანი ჩართოს

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს საკუთარი გუნდის რიგებში "ინტერის" გარემარბის, ივან პერიშიჩის ხილვა უნდა.

გასულ სატრანსფერო ბაზრებზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა არაერთხელ სცადა ხორვატის ხელში ჩაგდება, თუმცა უშედეგოდ.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ამ ზაფხულს "ემიუ" მცველ მატეო დარმიანისადმი "ინტერის" ინტერესით სარგებლობს და ფეხბურთელის პერიშიჩის ტრანსფერში გამოყენებას გეგმავს,

ვრცელდება ცნობა, რომ "ეშმაკუნები" მზად არიან "ინტერს" დარმიანი და 40 მილიონი ევრო შესთავაზონ.

ცნობისთვის, პერიშიჩმა გასულ სეზონში სერია ა-ში 37 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასიც გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები