ინტერის ნახევარმცველი პრემიერ ლიგის კლუბში გადადის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინტერის ნახევარმცველი პრემიერ ლიგის კლუბში გადადის


ინტერის ნახევარმცველი პრემიერ ლიგის კლუბში გადადის

ჯერ კიდევ ივლისის თვის დასაწყისში დაიწერა, რომ "ინტერის" ნახევარმცველ ჟოაო მარიოსადმი ინტერესს "ვულვერჰემპტონი" იჩენს.

ახლა კი, ბრიტანული პრესა ირწმუნება, რომ პორტუგალიელი "ვეფხვების" ფეხბურთელი რამდენიმე დღეში გახდება.

როგორც აღინიშნება, ტრანსფერი მხარეებმა უკვე შეათანხმეს და ბოლო დეტალების მოგვარებაღაა დარჩენილი.

მარიო "ვულვერჰემპტონში" უკვე მეშვიდე პორტუგალიელი ფეხბურთელი გახდება.

მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის ახალწვეულს სათავეში ასევე პორტუგალიელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ უდგას.

ცნობისთვის, გასული სეზონი მარიომ იჯარის წესით "ვესტ ჰემში" გაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები