იუვენტუსმა მანჯუკიჩი დორტმუნდში არ გაუშვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსმა მანჯუკიჩი დორტმუნდში არ გაუშვა


იუვენტუსმა მანჯუკიჩი დორტმუნდში არ გაუშვა

"იუვენტუსის" ფორვარდი, მარიო მანჯუკიჩი ამ ზაფხულს გერმანიაში არ დაბრუნდება, წერს Sky Sport Italia.

"ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობას "დორტმუნდის" წინადადება არც კი განუხილია და ბორუსიელებს დაუდასტურა, რომ 32 წლის ხორვატი არ იყიდება.

მანჯუკიჩს კარიერის მანძილზე "ზაგრებში" (57 მატჩი, 17 გოლი), ზაგრების "დინამოში" (128, 63), "ვოლფსბურგში" (33, 12), "ბაიერნში" (88, 48), "ატლეტიკოში" (43, 20) და "იუვენტუსში" (127, 34) უთამაშია.

გასულ სეზონში მარიომ "იუვეს" მაისურით 42 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი შეაგდო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები