რომაში ალისონი შეიძლება დონარუმამ შეცვალოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რომაში ალისონი შეიძლება დონარუმამ შეცვალოს


რომაში ალისონი შეიძლება დონარუმამ შეცვალოს

ალისონის შემცვლელად, რომლის სანაცვლოდაც "ლივერპული" 70 მლნ ევროს იხდის (60 უმალვე და 10 ბონუსების სახით), "რომა" "მილანის" კიპერის, ჯანლუიჯი დონარუმას ვარიანტს განიხილავს.

გაურკვეველი ფინანსური მდგომარეობის გამო, 19 წლის მეკარეში მილანელები დიდ თანხას არ მოითხოვენ, ამავდროულად "სან სიროზე" უკვე მივიდა პეპე რეინა და ევროთასებიდან მოკვეთილი "როსონერისთვის" გუნდში ორი ტოპ-მეკარის ყოლა შეიძლება დაუშვებელ ფუფუნებად იქცეს.

თუ თანხა, რომელსაც "მილანი" მოითხოვს, ასევე ჯიჯის პირადი კონტრაქტის პირობები, რომელსაც მისი აგენტი, მინო რაიოლა მოითხოვს, "მგლებს" არ დააკმაყოფილებს, ისინი "პსჟ"-ს კარის დარაჯ ალფონს არეოლაზე გადაერთვებიან.

მოგეხსენებათ, თავის მხრივ, არეოლა პარიზული კლუბიდან წასვლაზე გუნდში ჯიჯი ბუფონის მისვლის შემდეგ დაფიქრდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები