ბლინდი აიაქსში ბრუნდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბლინდი აიაქსში ბრუნდება


ბლინდი აიაქსში ბრუნდება

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი, დეილი ბლინდი ამსტერდამში დაბრუნების წინააღმდეგი არ გახლავთ, იუწყება Football Oranje.

არსებული ინფორმაციით, მხარეები ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ.

ამავდროულად, ისიც იწერება, რომ სანამ "ეშმაკუნები" ამერიკაში შეკრებაზე გაემგზავრნენ, ჰოლანდიელი სამშობლოში დაბრუნდა.

ბლინდი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2014 წელს "აიაქსიდან" 17,5 მლნ ევროდ გადავიდა, ახლა კი მის სანაცვლოდ "ეშმაკუნებმა" 16 მილიონი მიიღეს, წერს Sky Sports.

დეილიმ "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული ოთხი სეზონის მანძილზე 141 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები