ფენერბაჰჩე ლაციოს მცველს უმიზნებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფენერბაჰჩე ლაციოს მცველს უმიზნებს


ფენერბაჰჩე ლაციოს მცველს უმიზნებს

"ლაციოს" მცველ შტეფან რადუს აგენტმა, მატეო მატერაციმ "ფენერბაჰჩეს" ინტერესი დაადასტურა.

"ყველასათვის ნათელია, რომ რადუ "ლაციოში" ბედნიერია", - აცხადებს აგენტი Football Italia-სთან საუბრისას.

"კლუბს უნდა შევხვდეთ. თუ "ფენერბაჰჩეს" მხრიდან ინტერესი არსებობს. ჯერჯერობით, ოფიციალური არაფერია. კლუბთან შეხვედრაა საჭირო და მომავალზე გადაწყვეტილების მიღება".

"რადუს ორ წელიწადში ეწურება კონტრაქტი და "ლაციოში" ყველაფერი ძალიან მოსწონს. თუმცა, რა თქმა უნდა, 31 წლის ასაკში მომავალზე უნდა დაფიქრდეს", - დასძინა მატერაციმ.

გასულ სეზონში რადუმ "ლაციოს" მაისურით 41 მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები