მორცხვი კანტე და ფოტო მუნდიალის თასთან ერთად » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მორცხვი კანტე და ფოტო მუნდიალის თასთან ერთად


მორცხვი კანტე და ფოტო მუნდიალის თასთან ერთად

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის, ფრანგების გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

მატჩის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ფრანგი ფეხბურთელები ამ დიდ ტრიუმფს ზეიმობდნენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სტივენ ნზონზიმ თავის თანაგუნდელებს სთხოვა, რომ თასი კანტესთვისაც მიეცათ, რათა სამახსოვრო ფოტო გადაეღო. თავად კანტეს ამის თქმის ერიდებოდა.

მოგეხსენებათ, ხორვატიასთან გამართული მატჩის მეორე ტაიმში კანტე სწორედ ნზონზიმ შეცვალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები