იუვენტუსი პსჟ-სგან ალექს სანდროს სანაცვლოდ 50 მლნ ევროს ითხოვს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსი პსჟ-სგან ალექს სანდროს სანაცვლოდ 50 მლნ ევროს ითხოვს


იუვენტუსი პსჟ-სგან ალექს სანდროს სანაცვლოდ 50 მლნ ევროს ითხოვს

"იუვენტუსის" მცველმა, ალექს სანდრომ კარიერა შეიძლება "პსჟ"-ში გააგრძელოს, იუწყება Football Italia.

პარიზული კლუბი "იუვეს" 40 მილიონ ევროს სთავაზობს, ამავდროულად "იუვენტუსი" სანდროში არანაკლებ 50 მილიონს ითხოვს.

ცნობისთვის, ბრაზილიელი "პსჟ"-ს უკვე შეუთანხმდა - პარიზში მისი ყოველწლიური ანაზღაურება 4,5 მლნ ევრო იქნება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ "იუვენტუსში" ამჟამად ბრაზილიელის ყოველწლიური ხელფასი 1,7 მილიონს შეადგენს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები