დიდი სკანდალი იტალიაში - სერია ა-დან შეიძლება ორი კლუბი მოკვეთონ! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დიდი სკანდალი იტალიაში - სერია ა-დან შეიძლება ორი კლუბი მოკვეთონ!


დიდი სკანდალი იტალიაში - სერია ა-დან შეიძლება ორი კლუბი მოკვეთონ!

იტალიაში ხვალ სასამართლო სხდომა გაიმართება, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც სერია ა შეიძლება ორმა კლუბმა დატოვოს.

ეს კლუბები "კიევო" და "პარმა" არიან. არ არის გამორიცხული, ეს გუნდები სერია ა-ს მომავალ სეზონში ვერ ვიხილოთ.

"კიევოს" საბანკო ანგარიშების გაყალბებაში ადანაშაულებენ, "პარმას" კი - ჩაწყობილ მატჩებში.

პროკურორი მოითხოვს კლუბებს 2017/18 წლების სეზონში დაგროვებული ქულების შესაბამისი რაოდენობა ჩამოაკლონ. ეს იმას ნიშნავს, რომ "კიევო" გასავარდნ ზონაში აღმოჩნდება, "პარმა" კი სერია ა-ში პირდაპირ აღსაზევებელი ზონის მიღმა დარჩება.

ასევე იხილეთ:

იტალიურმა გუნდებმა გასაოცარი ანგარიშებით იმარჯვეს - 17:0, 15:0, 14:0, 13:0

"6 წელი გავატარე ჩელსიში, ახლა კი სიახლის დროა", - აზარი რეალში გადადის?

რონალდუ ყველაზე მაღალანაზღაურებადთა შორის მე-3 ადგილზეა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები