მარსელო - მიზეზი, რის გამოც რეალს ნეიმარი არ სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მარსელო - მიზეზი, რის გამოც რეალს ნეიმარი არ სურს


მარსელო - მიზეზი, რის გამოც რეალს ნეიმარი არ სურს

ბრაზილიელი ჟურნალისტი ანდრე რიზეკი ამბობს, რომ "რეალს" ნეიმარის დამატება მარსელოს გამო არ სურს.

ბრაზილიელი წერს, რომ ის ზინედინ ზიდანთან დაახლოებულ პირს ესაუბრა და ფრანგის იდეები გაუმჟღავნა.

წასვლის წინ, ზიდანმა "რეალს" ნეიმარის ყიდვა არ ურჩია და მიზეზად მარსელო დაასახელა.

"ზინედინ ზიდანის ახლო მეგობრისგან ნეიმარის ტრანსფერის თაობაზე ცნობები მაქვს. სანამ ის კლუბს დატოვებდა, პერესს ბრაზილიელი შემტევის ყიდვა არ ურჩია.

მწვრთნელის მიზეზი მარსელოსა და ნეიმარის ერთად თამაში იყო. ისინი მოედანზე ერთმანეთს კარგად ვერ ეწყობიან, რადგან მარსელო ხშირად მიდის შეტევაში, ნეიმარი კი ზუსტად იმავე პოზიციაზე დგას", - ამბობს ბრაზილიელი ჟურნალისტი.

ასევე იხილეთ:

ხორვატიის მწვრთნელი: "საქართველოსთვის ეს დიდებული მესიჯია"

150 მილიონი ევრო! - მორიგი მეგა-ტრანსფერის მოლოდინში

რამდენი გამოიმუშავა იუვენტუსმა რონალდუს მაისურების ონლაინ-გაყიდვის პირველივე დღეს?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები