"მოურინიომ უნდა ისწავლოს დეშამისგან, თუ როგორ ათამაშოს პოგბა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"მოურინიომ უნდა ისწავლოს დეშამისგან, თუ როგორ ათამაშოს პოგბა"



ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის კორესპოდენტი ჯეისონ ბარტი ჟოზე მოურინიოს რჩევას აძლევს.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პოლ პოგბა თავის ძველ პოზიციაზე თამაშობდა და დაცვაზე ნაკლებად იყო ორიენტირებული.

ჯეისონ ბარტი ამბობს, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმაც იგივე უნდა გააკეთოს და პოგბა უკანა ხაზზე აღარ უნდა ათამაშოს.

"პოგბას თამაში, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე ნახა, ალბათ ყველა იტყვის - "კი, მას ეს შეუძლია, ეს ზუსტად ის მოთამაშეა, რომელსაც ველოდით"

ცხადია, რომ მსგავს რაღაცას "მანჩესტერში" თამაშის დროს პოგბასაგან ვერ ვხედავთ.

მოურინიოს შეუძლია ისწავლოს გაკვეთილები პოლ პოგბაზე, დეშამისგან", - ამბობს კორესპოდენტი.

ასევე იხილეთ:

ხორვატიის მწვრთნელი: "საქართველოსთვის ეს დიდებული მესიჯია"

150 მილიონი ევრო! - მორიგი მეგა-ტრანსფერის მოლოდინში

რამდენი გამოიმუშავა იუვენტუსმა რონალდუს მაისურების ონლაინ-გაყიდვის პირველივე დღეს?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები