რუგანი ჩელსიში ამ კვირაში 50 მლნ ევროდ გადავა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რუგანი ჩელსიში ამ კვირაში 50 მლნ ევროდ გადავა


რუგანი ჩელსიში ამ კვირაში 50 მლნ ევროდ გადავა

"ჩელსი" "იუვენტუსთან" მცველ დანიელე რუგანის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოსაა, წერენ ესპანურ პრესაში.

როგორც SportItalia იტყობინება, ინგლისური კლუბი "იუვეს" წინადადებას დათანხმდა და მზადაა ფეხბურთელში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, იტალიელი "არისტოკრატთა" რიგებში ყოველწლიურად ხელფასის სახით ხუთ მილიონ ევროს მიიღებს.

უახლოეს პერიოდში მხარეები ერთმანეთს მილანში შეხვდებიან ტრანსფერის საკითხის დასახურად.

23 წლის მცველმა გასულ სეზონში "იუვეს" რიგებში 26 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები