რეალს ამ ზაფხულს აზარისა და კურტუას შეძენა უნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალს ამ ზაფხულს აზარისა და კურტუას შეძენა უნდა


რეალს ამ ზაფხულს აზარისა და კურტუას შეძენა უნდა

"რეალი" "ჩელსისა" და ბელგიის ნაკრების ორი ფეხბურთელის, გოლკიპერ ტიბო კურტუასა და თავდამსხმელ ედენ აზარის ხელში ჩაგდებას გეგმავს, წერს ბელგიური გამოცემა HLN.

გარდა ამისა, აღინიშნება ისიც, რომ ლონდონურ კლუბს ამ ფეხბურთელების გაყიდვა არ უნდა. ფორვარდს "არისტოკრატები" 225 მილიონ ევროდ აფასებენ, მეკარეს კი - 30 მილიონად.

აზარისადმი ინტერესს "ბარსელონაც" იჩენს. აქამდე, მან დაადასტურა, რომ სამუშაო ადგილის შეცვლის წინააღმდეგი არ არის.

27 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში "ჩელსის" მაისურით 51 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 13 ასისტიც მიითვალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები