არსენალს ან ბარსელონას ნ'ზონზი 40 მლნ ევრო დაუჯდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არსენალს ან ბარსელონას ნ'ზონზი 40 მლნ ევრო დაუჯდება


არსენალს ან ბარსელონას ნ'ზონზი 40 მლნ ევრო დაუჯდება

"არსენალი" და "ბარსელონა" 'სევილიას" ნახევარმცველ სტივენ ნ'ზონზის შეძენით არიან დაინტერესებულნი.

ანდალუსიელთა დირექტორ ხოაკინ კაპაროსს იმედი აქვს, რომ ფრანგი გუნდში დარჩება, მაგრამ 29 წლის შუახაზელის შენარჩუნებას ვერ შეძლებს, თუ დაინტერესებული კლუბები მის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხის გადახდას გადაწყვეტენ.

რეალურ პრეტენდენტებად განიხილებიან "ბარსელონა", რომელიც დიდი ხანია ნ'ზონზის აკვირდება და "არსენალი", ამ კლუბებს 40 მილიონის გადახდა მოუწევთ - სტივენის გამოსასყიდი თანხის.

ნ'ზონზის კარიერის მანძილზე "ამიენში", "ბლექბერნში" და "სტოკ სიტიში" უასპარეზია, საიდანაც 2015 წელს "სევილიაში" გადავიდა და მას შემდეგ ანდალუსიელთა რიგებში 136 მატჩი ჩაატარა (8 გოლი).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები