ოფიციალურად: ვალენსიას ნახევარმცველი ხეტაფეში გადავიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოფიციალურად: ვალენსიას ნახევარმცველი ხეტაფეში გადავიდა


ოფიციალურად: ვალენსიას ნახევარმცველი ხეტაფეში გადავიდა

ნახევარმცველი, ნემანია მაქსიმოვიჩი "ხეტაფეს" ფეხბურთელი გახდა.

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ "ვალენსია" მზად იყო თავის შუახაზელს შელეოდა, რომლის შეძენითაც "ხეტაფე" ინტერესდებოდა.

ახლა კი, მადრიდულმა კლუბმა ოფიციალური საიტის მეშვეობით 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა.

არსებული ცნობით, "ღამურებმა" თავიანთი აწ უკვე ექს-ნახევარმცველის სანაცვლოდ 5 მლნ ევრო მიიღეს.

გასულ სეზონში მაქსიმოვიჩმა ლა ლიგაში 15, ხოლო ესპანეთის თასზე 6 მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები