სერია ა-ს კლუბი ჩელსის ნახევარმცველს იმატებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სერია ა-ს კლუბი ჩელსის ნახევარმცველს იმატებს


სერია ა-ს კლუბი ჩელსის ნახევარმცველს იმატებს

"ჩელსის" ნახევარმცველი, მარიო პაშალიჩი "ატალანტას" ფეხბურთელი გახდება.

მომავალ სეზონში ხორვატი კვლავ სერია ა-ში იასპარეზებს, წერს Gazzetta dello Sport.

იტალიური გამოცემის თანახმად, "ატალანტა" ჰავბეკს იჯარის წესით დაიმატებს. ბერგამოელებს მარიოს 15 მილიონ ევროდ შესყიდვის უფლება ექნებათ.

"ატალანტამ" პაშალიჩისთვის ბრძოლაში "ფიორენტინა" დაამარცხა, რომელიც ასევე ინტერესდებოდა ხორვატით.

გასული სეზონი პაშალიჩმა იჯარის წესით მოსკოვის "სპარტაკში" გაატარა, იქამდე კი "მილანში" თამაშობდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები