ინტერი ბროზოვიჩს ახალ კონტრაქტს სთავაზობს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინტერი ბროზოვიჩს ახალ კონტრაქტს სთავაზობს


ინტერი ბროზოვიჩს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

"ინტერი" ნახევარმცველ მარცელო ბროზოვიჩს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს.

Tuttomercatoweb-ის ცნობით, "ნერაძურიში" ესმით, რომ ბროზოვიჩმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა და დიდი ალბათობით, მის ტრანსფერზე წინადადებები ექნება.

თუმცა, მარცელოს გამოსასყიდი თანხა 50 მილიონ ევროს შეადგენს, "ინტერში" კი შიშობენ, რომ რომელიღაც კლუბი ამ თანხის გადახდას გადაწყვეტს.

ამის გამო, კლუბის ბოსები ხორვატს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ, გაზრდილი ხელფასით, რომელშიც არანაირი გამოსასყიდი თანხის პუნქტი არ ჩაიდება.

ბროზოვიჩს "ინტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება. ამ ეტაპზე, მისი ყოველწლიური ანაზღაურება 2,5 მლნ ევროს შეადგენს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები