ლივერპულმა რომას ალისონის სანაცვლოდ 70 მლნ ევრო შესთავაზა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლივერპულმა რომას ალისონის სანაცვლოდ 70 მლნ ევრო შესთავაზა


ლივერპულმა რომას ალისონის სანაცვლოდ 70 მლნ ევრო შესთავაზა

"ლივერპული" გოლკიპერ ალისონის თაობაზე "რომას" მოთხოვნების შესრულებასთან ახლოსაა.

გამოცემა Il Messagero წერს, რომ მერსისაიდელებმა ბრაზილიელის სანაცვლოდ რომაელებს 70 მლნ ევრო შესთავაზეს. აქედან 60 მილიონს ისინი პირდაპირ გადაიხდიან, დანარჩენ 10 მილიონს კი ბონუსებს სახით.

აქამდე, ვითომდა, "რომა" მზად იყო ალისონს 78 მლნ ევროდ შელეოდა.

ალისონისადმი ინტერესი "რეალმაც" გამოიჩინა, მაგრამ "სამეფო კლუბი" ბოლო პერიოდში "ჩელსის" კარის დარაჯ ტიბო კურტუაზე გადაერთო. ბელგიელს "არისტოკრატებთან" კონტრაქტის ვადა ერთ წელიწადში ეწურება.

სავარაუდოდ, "რომა" ალისონის ჩანაცვლებას ჯანლუიჯი დონარუმათი შეძლებს, ასევე განიხილება კასპერ შმეიხელისა და ალფონს არეოლას ვარიანტებიც.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები