როდის გაუჩნდათ იუვენტუსის ბოსებს რონალდუს შეძენის გიჟური იდეა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

როდის გაუჩნდათ იუვენტუსის ბოსებს რონალდუს შეძენის გიჟური იდეა?


როდის გაუჩნდათ იუვენტუსის ბოსებს რონალდუს შეძენის გიჟური იდეა?

"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ თქვა, რომ "ბიანკონერის" ხელმძღვანელობა ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს შეძენაზე მას შემდეგ დაფიქრდა, რაც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე "რეალის" მაისურით ტურინულ გრანდს (0:3) ულამაზესი გოლი გაუტანა.

მოგეხსენებათ, ტურინელი ტიფოზები ე.წ "მაკრატელამ" საოცრად მოხიბლა და პორტუგალიელი მათ აპლოდისმენტებითაც დააჯილდოვეს.

"რონალდუს შეძენის გიჟური იდეა ჩემპიონთა ლიგის მატჩის დრო გაჩნდა", - აცხადებს პარატიჩი პრესკონფერენციაზე, ფორვარდის პრეზენტაციაზე.

"გულშემატკივრებმა კრიშტიანუ აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს, ჩვენ კი იმავე კვირაში მის აგენტ ჟორჟე მენდეშს დავუკავშირდით".

"მენდეშმა გვითხრა, რომ რონალდუ ტურინში თბილი დახვედრით აღფრთოვანებული იყო და ოდესღაც "იუვენტუსის" რიგებში თამაშის სურვილი გამოთქვა", - დასძინა "ბებერი ქალბატონის" ფუნქციონერმა.

ასევე იხილეთ:

ხორვატიის მწვრთნელი: "საქართველოსთვის ეს დიდებული მესიჯია"

150 მილიონი ევრო! - მორიგი მეგა-ტრანსფერის მოლოდინში

რამდენი გამოიმუშავა იუვენტუსმა რონალდუს მაისურების ონლაინ-გაყიდვის პირველივე დღეს?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები