რონალდუს აგენტმა კრიშტიანუს იუვენტუსში ტრანსფერი შეაფასა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდუს აგენტმა კრიშტიანუს იუვენტუსში ტრანსფერი შეაფასა


რონალდუს აგენტმა კრიშტიანუს იუვენტუსში ტრანსფერი შეაფასა

"იუვენტუსის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა თქვა, რომ ტურინული გრანდი გუნდში ამ ფეხბურთელის მისვლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს.

"მანჩესტერ იუნაიტედში" იგი კლუბის ისტორიაში საუკეთესო იყო", - ციტირებს მენდეშის სიტყვებს Sky.

"მსგავსი სიტუაცია იყო "რეალში", ასე იქნება "იუვენტუსშიც".

"ვფიქრობ, "იუვენტუსი" კრიშტიანუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს, რადგან იგი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია", - დასძინა აგენტმა.

რონალდუ "იუვენტუსში" 10 ივლისს გადავიდა, "ბიანკონერისთან" მან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

33 წლის პორტუგალიელს ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ აქვს მოგებული: ერთხელ "ემიუს" რიგებში, ოთხჯერ კი "რეალის".

ასევე იხილეთ:

ხორვატიის მწვრთნელი: "საქართველოსთვის ეს დიდებული მესიჯია"

150 მილიონი ევრო! - მორიგი მეგა-ტრანსფერის მოლოდინში

რამდენი გამოიმუშავა იუვენტუსმა რონალდუს მაისურების ონლაინ-გაყიდვის პირველივე დღეს?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები