"შეიძლება ინანო", - რეალის ექს-ფეხბურთელმა რონალდუ გააფრთხილა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"შეიძლება ინანო", - რეალის ექს-ფეხბურთელმა რონალდუ გააფრთხილა



"რეალის" ექს-მცველმა, კრისტიან პანუჩიმ თქვა, რომ "იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ, ალბათ, მადრიდული გრანდიდან წასვლას ინანებს.

"რეალიდან" წასვლას ვნანობ, ეს ჩემს სპორტულ კარიერაში ყველაზე დიდი სისულელე იყო", - ციტირებს პანუჩის სიტყვებს El Partidazo de COPE.

"კრიშტიანუ "იუვენტუსშიც" გაიმარჯვებს, გამარჯვებები სისხლში აქვს".

"ტურინული გრანდისთვის შესანიშნავი ტრანსფერია, რადგან მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი დაიმატეს", - დასძინა კრისტიანმა.

33 წლის პორტუგალიელმა "იუვესთან" 10 ივლისს 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აქამდე, რონალდუ "რეალში" ირიცხებოდა, რომლის რიგებშიც ორჯერ გახდა ლა ლიგის ჩემპიონი და ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

ასევე იხილეთ:

ხორვატიის მწვრთნელი: "საქართველოსთვის ეს დიდებული მესიჯია"

150 მილიონი ევრო! - მორიგი მეგა-ტრანსფერის მოლოდინში

რამდენი გამოიმუშავა იუვენტუსმა რონალდუს მაისურების ონლაინ-გაყიდვის პირველივე დღეს?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები