ვის გაყიდის ბარსელონა? - ამ ზაფხულს კატალონიელები 150 მლნ ევროს მიღებას გეგმავენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვის გაყიდის ბარსელონა? - ამ ზაფხულს კატალონიელები 150 მლნ ევროს მიღებას გეგმავენ


ვის გაყიდის ბარსელონა? - ამ ზაფხულს კატალონიელები 150 მლნ ევროს მიღებას გეგმავენ

"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ რამდენიმე ფეხბურთელთან განშორება გადაწყვიტა, მაგრამ გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვს.

როგორც გავლენიანი გამოცემები წერენ, გუნდი შეიძლება იერი მინამ და იასპერ სილესენმა დატოვონ. ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ "ბარსა" 30 მილიონ ევროს მოითხოვს (თითოეულში).

პორტუგალიელ ნახევარმცველ ანდრე გომეშში კატალონიელები 20 მილიონს ითხოვენ, მცველ ალეიშ ვიდალში კი - 8 მილიონს.

არსებული ინფორმაციით, სულ "ბარსა" 150 მილიონის გამომუშავებას გეგმავს. კიდევ დაახლოებით 40 მილიონის მიღება "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ლუკა დინის, მარლონისა და რაფინიას ტრანსფერებით უნდათ.

შეგახსენებთ, ამ სატრანსფერო ბაზარზე "ბარსელონა" პაულინიომ დატოვა, რომელიც ჩინეთში დაბრუნდა.

ასევე იხილეთ:

ხორვატიის მწვრთნელი: "საქართველოსთვის ეს დიდებული მესიჯია"

150 მილიონი ევრო! - მორიგი მეგა-ტრანსფერის მოლოდინში

რამდენი გამოიმუშავა იუვენტუსმა რონალდუს მაისურების ონლაინ-გაყიდვის პირველივე დღეს?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები