ინტერი ვრსალკოს უმიზნებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინტერი ვრსალკოს უმიზნებს


ინტერი ვრსალკოს უმიზნებს

"ატლეტიკოს" მცველი, შიმე ვრსალკო "ინტერის" ინტერესთა სფეროში მოექცა, იუწყება Gazzetta dello Sport.

26 წლის ხორვატის შეძენით პირადად მილანური კლუბის მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტია დაინტერესებული.

მცველი 25 მილიონ ევროდ ფასდება. ამ ეტაპზე, კლუბები ტრანსფერის სტრუქტურაზე არ შეთანხმებულან: "ინტერს" ფეხბურთელის იჯარის წესით დამატება უნდა, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით, "ატლეტიკოს" კი მისი გაყიდვა ან არენდით გაშვება, კონტრაქტის შემდგომი შესყიდვის ვალდებულებით.

გასულ სეზონში ვრსალკომ "ატლეტიკოს" რიგებში 29 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები