ალისონი ლივერპულს უახლოვდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალისონი ლივერპულს უახლოვდება


ალისონი ლივერპულს უახლოვდება

"რომას" გოლკიპერი, ალისონი "ლივერპულში" გადასვლასთანაა ახლოს, იუწყება იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს საიტი.

მხარეები აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

"წითლები" მზად არიან 25 წლის ბრაზილიელში 70 მილიონი ევრო გადაიხადონ, "რომა" 75 მილიონს ითხოვს.

ფეხბურთელის დამატების სხვა პრეტენდენტად "ჩელსი" მიიჩნევა.

გასულ სეზონში ალისონმა "რომას" მაისურით 49 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი გაუშვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები