კონტემ შეიძლება მილანი ჩაიბაროს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კონტემ შეიძლება მილანი ჩაიბაროს


კონტემ შეიძლება მილანი ჩაიბაროს

"ჩელსის" ექს-თავკაცმა, ანტონიო კონტემ "მილანის" თავკაცის პოსტზე შეიძლება ჯენარო გატუზო შეცვალოს, წერს SportMediaset.

48 წლის სპეციალისტის დანიშვნა "როსონერის" ხელმძღვანელობაში კონკრეტული ცვლილებების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონტეს დანიშვნა "მილანში" "ჩელსის" ფორვარდ ალვარო მორატას მისვლას დააჩქარებს, რომელიც იტალიელის ლონდონში ყოფნისას "არისტოკრატთა" ძირითადი თავდამსხმელი იყო.

კონტე "ჩელსის" 2016 წლიდან 2018 წლამდე წვრთნიდა, გუნდთან ერთად მან ინგლისის ჩემპიონატი და თასი მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები