რუგანის ტრანსფერის შემდეგ კეჰილმა შესაძლოა ჩელსი დატოვოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რუგანის ტრანსფერის შემდეგ კეჰილმა შესაძლოა ჩელსი დატოვოს


რუგანის ტრანსფერის შემდეგ კეჰილმა შესაძლოა ჩელსი დატოვოს

"ჩელსის" მცველმა, გარი კეჰილმა შეიძლება კლუბი დატოვოს, წერს Evening Standart.

ამის მიზეზი შეიძლება "იუვენტუსიდან" დანიელე რუგანის ტრანსფერი გახდეს, რის გამოც ინგლისელი სასტარტო შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს.

გასულ სეზონში 32 წლის ფეხბურთელი ლონდონური კლუბის ძირითადში არც თუ ისე ხშირად გვევლინებოდა. პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 27 მატჩში მას თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.

კეჰილის მომავალი უახლოეს დღეებში გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ მაურისიო სარისთან მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდება. ფეხბურთელი "ჩელსიში" 2012 წლიდან ირიცხება, კლუბთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება.

"არისტოკრატთა" მაისურით კეჰილს სულ 282 მატჩი აქვს ჩატარებული, 25 გოლი გატანილი და 7 საგოლე პასი გაკეთებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები